
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში, 13 ოქტომბერს, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები, მე-7, მე-12 კლასებში ფარული კენჭისყრით, ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, წარიმართა. მოსწავლეები არჩევნებში აქტიურად ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ფოტოები: