„ვაგრძელებთ პროცენტებზე ამოცანების განხილვას“- წყალტუბოს N2 სკოლის მე-9 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
17-10-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასში მათემატიკის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

მისი თემა პროცენტზე ამოცანების განხილვა იყო. მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა წარმატებით შეძლეს. მეცხრეკლასელებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში პროცენტის როლი და აუცილებლობა გაიაზრეს. 

გაკვეთილს პედაგოგი მარიეტა ვეფხვაძე უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს. აღნიშნული გაკვეთილიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203