წყალტუბოს N1 სკოლაში მოსწავლის ქცევის წესსა და ვალდებულებებზე კლასის საათი ჩატარდა
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6გ კლასში „მოსწავლის ქცევის წესსა და ვალდებულებებზე“ საინტერესო კლასის საათი ჩატარდა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში, დამრიგებელ სალომე ქობალიას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ პედაგოგმა მოსწავლის ქცევის კოდექსი გააცნო და თვალსაჩინოებისთვის დაფაზე მოსწავლის ქცევის წესების ამსახველი ფოტო-მასალა გამოაკრა. კლასში მოსწავლის ქცევის წესების კუთხე შექმნეს და ჯგუფური მუშაობის შედეგად, კლასის წესები შეიმუშავეს.
ბოლოს,ოთარ შამათავას ფილმს „სუფთა დაფა“ უყურეს და მასწავლებლისა და მოსწავლის პიროვნულ თუ პროფესიულ ღირსებებზე, ქცევის ნორმებსა და მეგობრობაზე იმსჯელეს.
კლასის საათმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: