წყალტუბოს N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე ლექცია-დისკუსია გაიმართა
17-10-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვთა უფლებათა ცენტრში იმყოფებოდნენ. 

მათი მეგზური ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი იყო. მან მოსწავლეებს, ბავშვთა უფლებების ცენტრის დაარსებაზე, საინტერესო მინი ლექცია ჩაუტარა. გარდა ამისა, ესაუბრა ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე. თავის მხრივ, საინტერესო პრეზენტაციები მოსწავლეებმაც წარადგინეს. შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ თავიანთი პოზიცია და შეხედულებები მკაფიოდ დააფიქსირეს. 

მოსწავლეები უნივერსიტეტში დამრიგებელ ლელა მანდარიასა და მოქალაქეობის მასწავლებლის თამილა თუთბერიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ. 

„ამავე კლასის მოსწავლემ ჯულიანა კუბლაშვილმა შეხვედრის დროს გაიგო, რომ „ფლექსის“ შემდგომ ტურში გადავიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. ვულოცავთ მას ამ წარმატებას, ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი კმაყიფილება, დაგეგმეს მორიგი აქტივობა, მადლობა ბატონ მამული ბუჭუხიშვილს ასეთი საინტერესო დღისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203