სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში ანბანის შემობრძანება იზეიმეს
14-10-2022
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში ანბანის შემობრძანება იზეიმეს.

მასწავლებელმა ნანა ხოფერიამ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია. მან კლასი შესაბამისი დეკორაციით მორთო და პირველკლასელებს საზიმო განწყობა შეუქმნა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. 

საბოლოოდ, მასწავლებელმა კლასში „ი“ და „ა“ ასოების ფორმის ტორიტი შეიტანა. მოსწავლეებმა კი დედაენას უმღერეს. 

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

„მასწავლებელმა ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა პატარები. გაეცნენ დიდი იაკობის ბიოგრაფიას, რატომ გადაწყვიტა იაკობმა ანბანის შესწავლა ი და ა ასოების გაცნობით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203