ბუკისციხის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
14-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

გაიმართა ღონისძიება - „ამ მადლიან მადლისთვის გმადლობთ მასწავლებელო“. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.

გარდა ამისა, წარჩინებული მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ. 

„ეს დღე განსაკუთრებულია ყველა მასწავლებლისთვის, მით უფრო, თუ ის სიუპრიზებითა დატვირთული. სწორედ ასეთი იყო მასწავლებლის დღე ჩვენს სკოლაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203