სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდნენ
13-10-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სახალხო დღესასწაულის -  „ბოლნისქალაქობა 2022“, მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ. 

დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ ერთობლივად შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები, რომლებმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოფენილ ხელნაკეთ ნივთებს შორის იყო - მუყაოსგან დამზადებული რამდენიმე სახლი, რომლებიც შესრულებული იყო ძველი გერმანული არიქიტექტორული შენობების დიზაინის მსგავსად.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. სკოლაში ამაყობენ მოსწავლეებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთონ.

„ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ბოლნისქალაქობა 2022“ გრანდიოზულად აღინიშნა ძველ გერმანულ უბანში“,-ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203