თბილისის N118 სკოლის I კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, ეკატერინე მჭედლიშვილმა საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია
13-10-2022
თბილისის N118 საჯარო სკოლის პირველ კლასში ცოდნის დღესასწაული გაიმართა. პირველკლასელებმა ქართული ასოების ჯადოსნურ სამყაროში საზეიმო გაკვეთილის ფონზე შეაბიჯეს.

პირველკლასელებს დამრიგებელმა, ეკატერინე მჭედლიშვილმა ანბანის სწავლის დაწყება განსაკუთრებულ გარემოში დააწყებინა.

ბავშვებს პედაგოგმა თემატურად და ფერადი ბუშტებით გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა, რამაც მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი გულმოდგინებით და ენთუზიაზმით დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სწავლის მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203