გომარდულის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა
13-10-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. 

რეაბილიტირდა ღია მოედანი და დაიგო ხელოვნური საფარი. გარდა ამისა, სრულად შეიცვალა შენობის სახურავი.

სასკოლო საზოგადოება ამ ფაქტით ძალიან გახარებულია.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. მასწავლებლები მათ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

შენობის შეკეთებამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაუჩინა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203