მარადიდის საჯარო სკოლამ პედაგოგი ინგა მსხალაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა
13-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლას თავის საქმეზე შეყვარებული და პროფესიონალი პედაგოგები არიან, რომლებიც მომავალი თაობის სწავლა - განათლებაზე დაუღალავად ზრუნავენ.

სკოლის დირექციას არასოდეს ავიწყდება პედაგოგების წახალისება თუ მათი ღვაწლის დაფასება. 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მარადიდის საჯარო სკოლის დირექციამ დაწყებითი განათლების და ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგი ინგა მსხალაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგისთვის აღნიშნული ჯილდო მეტად საპატიო და საამაყოა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203