„ზაფხულის სიზმარი“- საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა საინტერესო ღონისძიება
13-10-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს ხშირად მართავენ.

ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა გამართეს. გამოფენის - „ზაფხულის სიზმარი“ ფარგლებში, მესამეკლასელებმა საკუთარი ნამუშევრები სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.

ბავშვებმა ვაჟა ფშაველას - „ზაფხულის სიზმარი“ მხატვრულად წაიკითხეს. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სტუმრებს თავიანთი კაშკაშა, ფერადი მოგონებები ზაფხულზე გაუზიარეს, რომლებიც მათ სიზმრად ექცათ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ბავშვების შესრულებული სიმღერით - „ბედნიერი დილა“ დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203