ჭალეს თემის N1 სკოლის მოსწავლეები დადიანების სასახლეს სტუმრობდნენ
13-10-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დადიანების მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

ისინი მუზეუმს სასწავლო პროექტის ფარგლებში ეწვივნენ.  მათ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და შემოქმედებითი ნიჭიც წარმოაჩინეს.

მოსწავლეები აქტივობაში, პედაგოგების ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მუზეუმი ინტერესით დაათვალიერეს, გაიგეს ინფორმაცია იქ დაცული ნივთებისა და დადიანების შესახებ. გარდა ამისა, ცოდნა გაიღრმავეს, სასიამოვნო დრო გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა და მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203