ნაკიფუს თემის N1 სკოლის მოსწავლეებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საინტერესო შეხვედრა გამართა
13-10-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ლევან პაპავამ საინტერესო შეხვედრა გამართა.
ის უფროსკლასელებს ისეთი თემების შესახებ ესაუბრა, როგორებიცაა:
რა სახის ღონისძიებებით უზრუნველყოფს პოლიცია მართლწესრიგის დაცვას;
როგორი ფორმით შეიძლება მოგვიხდეს პოლიციასთან ურთიერთობა;
რა არის სპეციალური საპოლიციო კონტროლი;
რა სახის მოთხოვნებს უნდა ველოდოთ პოლიციისგან და როგორ დავიცვათ ამ დროს საკუთარი უფლებები;
როგორ უნდა იქცეოდეს პოლიციელი მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს;
სად შეიძლება გავასაჩივროთ პოლიციის ქმედებები?
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, მათ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და ცოდნა გაიღრმავეს.