თბილისის N118 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
13-10-2022
თბილისის N118 საჯარო სკოლის პირველკლასლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გარემოში დაიწყეს.

პირველკლასელებმა პედაგოგის, ირმა აბულაშვილის ხელმძღვანელობით, ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა საინტერესო გაკვეთილზე დაიწყეს. მასწავლებელმა მოსწავლეთა განწყობაზე იზრუნა და საკლასო ოთახი თემატურად, ლამაზად გაფორმებული დაახვედრა.

ირმა აბულაშვილმა ბავშვებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა, რათა პირველკლასელებს ქართული ასოების სწავლისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაჰღვივებოდათ.

​აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ანბანის სწავლა გულმოდგინედ და უდიდესი ინტერესით დაიწყეს. მათი საყვარელი პედაგოგი, კი მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203