თბილისის N118 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ეკა ბირჩაძემ პირველკლასელებს ცოდნის დღესასწაული მოუწყო
13-10-2022
თბილისის N118 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა, ეკა ბირჩაძემ ცოდნის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო.

მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გარემოში, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილზე დაიწყეს. ბავშვებმა ქართულ ასოებს ლამაზი სიმღერა მიუძღვნეს და ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი მოტივაციით შეაბიჯეს.

პედაგოგმა, ეკა ბირჩაძემ მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა და მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნა.

პირველკლასელები ანბანის სწავლას გულმოდგინედ და ენთუზიაზმით შეუდგნენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203