ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს
13-10-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს. 

მათ კლასში ამ სეზონის შესაბამისი განწყობა შექმნეს, ჩურჩხელები ამოავლეს, შემოდგომის კალათა გააკეთეს და ქართული ენის გაკვეთილზე შექმნილი წიგნიდან - „შემოდგომის სიომფონია“ ლექსები წაიკითხეს. 

აქტივობაში ყველა მათგანი დიდი მონდომებით და ხალისით ჩაერთო, მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები წარმოჩინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობით მოსწავლეთა დაინტერესებაში უდიდესი როლი კლასის დამრიგებელს მიუძღვის, რომელიც მესამეკლასელთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

„მასწავლებელი აქტიურად არის ჩართული საშემოდგომო აქტივობების განხორციელებაში, რითაც მოსწავლეებს ხალისიან და პოზიტიურ გარემოს უქმნის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203