დმანისის N3 სკოლის მოსწავლეებმა, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განახორციელეს
13-10-2022
დმანისის N3 საჯარო სკოლის მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს. 

მათ, სამოქალაქო განათლების კლუბ „მართვესთან“ ერთად, პროექტის „გავუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში, თემატური ნამუშევრები - პოსტერები და ნახატები მოამზადეს. შემდეგ გამოფენა მოაწყვეს და დასუფთავების აქცია გამართეს. 

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობერებენ. 

საყურადღებოა ისიც, რომ მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203