ხონის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებ​მა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დიდი ინტერესით დაიწყეს
13-10-2022
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის შესწავლა ხალისით დაიწყეს. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია. მათ დედაენის საგალობელი ერთად იმღერეს და ბუშტები გაუშვეს. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. 

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

„ანბანეთში შევაბიჯეთ. დედასავით გვინდა შევიყვაროთ და შევისისხლხორცოთ ქართული ანბანი, ქართული ენა. „ანი" და „ინი" ჩვენი მეგზურნი იქნებიან ამ გზაზე. ამოვიცანით, ამოვიკითხეთ, გავაფერადეთ, გამოვძერწეთ, პირველი ხმოვანი ასოები, სიტყვა „ია", წინადადება „აი ია". მოულოდნელად, პატარა დინდინელაც გვესტუმრა, კანფეტებითა და ასოებით ჯიბესავსე. ანბანის დაწყება მოგვილოცა და ია მოგვართვა. ერთად ვიმღერეთ დედაენის საგალობელიც და გავუშვით ბუშტები. ყველა სიხარულით მოგვციცინებდა და უხაროდათ ჩვენი წინსვლა, ჩვენი მონდომება.
დაგელოცოთ „დედაენის" ბილიკები, ჩემო პატარებო! შეიყვარეთ და გაუფრთხილდით მშობლიურ ენას, რამეთუ მას დიდი და დიადი ისტორია აქვს, თქვენ კი დღეიდან ამ ისტორიის ნაწილი ხდებით“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203