„ძველი ნივთების გადასარჩენად“- ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა
13-10-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ.

ამჯერად სკოლაში გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ღონისძიება - „ძველი ნივთების გადასარჩენად“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მათ მიერ განახლებული ნივთები წარადგინეს და გარემოს დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინეზა ცენტერაძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203