ვაქირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
13-10-2022
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა განსაკუთრებულად დაიწყეს.

ქართულის მასწავლებელმა, ირმა გოძიაშვილმა მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობები შესთავაზა, რამაც პირველკლასელებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ბავშვებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს და სწავლას გულმოდგინედ შეუდგნენ.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა მოსწავლეებს თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203