აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მავნე ჩვევების შესახებ პროექტი მოამზადეს
13-10-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები ხშირად ტარდება.
ამჯერად, სამოქალაქო კლუბის ინიციატივით პროექტის - „არა ალკოჰოლს“ ფარგლებში რიგი აქტივობები განხორციელდა.
ბავშვებმა გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებში ალკოჰოლისა და მისი მავნებლობის შესახებ ჩაატარეს, მოამზადეს პრეზენტაციები, სლოგანი და ბუკლეტები. ასევე შექმნეს ლინკი ალკოჰოლის მავნებლობაზე.
აქტივობების ფარგლებში ალკოჰოლის მავნებლობაზე ბიოლოგიის მასწავლებელმა და სოფლის გამოცდილმა მედდამ საინტერესოდ ისაუბრა.
მოსწავლეებისთვის აღნიშნული მეტად საინტერესო იყო. ბავშვებმა უამრავი შეკითხვები დასვეს და საკითხის ირგვლივ დისკუსია გამართეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს