დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნუგზარ ბეჭვაიამ საგნობრივ ოლიმპიადაზე პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-4 კლასის მოსწავლემ, ნუგზარ ბეჭვაიამ ასახელა.
მოსწავლე „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა, რაც მისი პედაგოგებისთვის მეტად საამაყოა.
ნუგზარი 2022 წლის გაზაფხულის სეზონის ქართული ენის წარმატებული მონაწილე გახლავთ.
სასკოლო საზოგადოება მეოთხეკლასელს ულოცავს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: