ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა მასწავლებლებისთვის საინტერესო ტრენინგი ჩაატარა
13-10-2022
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა გიორგი ოსაძემ მასწავლებლებისთვის საინტერესო ტრენინგი ჩაატარა. 

მისი სახელწოდება იყო „ტრენინგი გენდერულად სტერეოტიპული პედაგოგიკის შესახებ“. ტრენინგმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში დამსწრეები ინტერესით ჩაერთნენ. 

პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ორგანიზებით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203