ახალი საყულიის საჯარო სკოლის მე-10 კლასში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
13-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის მე-10 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

მოსწავლეებმა დოკუმენტურ ფილმს - „შუშანიკის წამებას“ (ნაწილი I,II,III და IV) უყურეს, იმსჯელეს და გაიაზრეს.

კომპლექსური დავალების პირობა იყო - „შუშანიკის წამების“ ტექსტსა და ამავე სახელწოდების დოკუმენტურ ფილმზე დაყრდნობით მოამზადეთ ზეპირი გამოსვლა თემაზე: „შუშანიკის წამება" - სარწმუნოებრივ-ოჯახური თუ ისტორიულ-პოლიტიკური დრამა?"

მოსწავლეები აღნიშნულ თამაზე მუშაობას დიდი ინტერესით შეუდგნენ. ისინი მიმდინარე კვირის განმავლობაში, 
სხვადასხვა დამატებითი რესურსის დახმარებით, სრულყოფენ თავიანთ არგუმენტებს და დასრულებულ
პრეზენტაციებს 17 ოქტომბერს, წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს, წარადგენენ. 

სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ.

იხლეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203