წყალტუბოს N2 სკოლის VII კლასში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის VIIა კლასში ისტორიაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა.
გკვეთილის თემა იყო - „რატომ იხსენებენ მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის გაჩენას კაცობრიობის ისტორიაში პირველი რევოლუციის სახელით?“
მის მიმდინარეობას დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში - გიორგი ბენიძე ესწრებოდა. გაკვეთილმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. კლასში პოზიტიური გარემო იყო შექმნილი.
„ბოლოს, დამსწრემ მოსწავლეებს ჩართულობისა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა, რაც ბავშვებში გააძლიერებს ისტორიის საგნისადმი ინტერესსა და სიყვარულს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: