დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა პროექტ-გაკვეთილით დაიწყეს
13-10-2022
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგებმა ანბანის შესწავლა განსაკუთრებული გაკვეთილით დააწყებინეს.

პროექტ-გაკვეთილმა - „ანბანის შემობრძანება“ პირველკლასელებში დიდი ჟრიამული და ხალისი გამოიწვია.

მოსწავლეები პედაგოგების შეთავაზებულ თითოეულ აქტივობაში დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

„დაუვიწყარი წუთები ანბანის გაცნობა - პირველი სიტყვის დაწერა თუ წინადადების წარმოთქმა დიდი სიხარულით შეასრულეს ჩვენმა პატარებმა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს და სწავლას გულმოდგინედ შეუდგნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203