
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 10 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან ორი - ლევონ ბაბოიანი და სერფუი მკრტჩიანი შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. ასევე, ათივე მოსწავლეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 7 ოქტომბერს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: