კოდის საჯარო სკოლის „ინოვატორთა კლუბის“ წარმატება იდეების კონკურსში 
13-10-2022
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში კვლავ სასიამოვნო სიახლეა. სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა კიდევ ერთ წარმატებას ზეიმობს.

სკოლაში არსებული „ინოვატორთა კლუბის“ წევრების: ანი ხეთაგაშვილის, ნელი ეუაშვილის, ანი ჩიტუაშვილის, თამუნა ყელბერაშვილის, ლიზი ქულიჩიშვილის, თაკო გერლიანის პროექტი იდეების კონკურსის 10 გამარჯვებულს შორის მოხვდა. 

აღსანიშნავია, რომ კლუბის დიდი მხარდამჭერი დირექტორი დალი გაბრიჭიძეა, რომელმაც მოსწავლეებს არაერთი მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, იმისთვის რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელები ლელა მარკოზაშვილი და გიორგი კახიძე არიან.

„ჩვენ გვჯერა ეს მხოლოდ დასაწყისია... დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, ჩვენი სკოლის დირექტორს, დალი გაბრიჭიძეს, რომელიც მუდმივ მზადყოფნას გამოხატავდა კლუბის მუშაობის განმავლობაში; ასევე კლუბის ხელმძღვანელებს - ლელა მარკოზაშვილსა და გიორგი კახიძეს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, არაერთხელ გვიჩვენებია ეს და ასეც გავაგრძელებთ“, - გვიყვებიან სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203