კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
13-10-2022
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

ბავშვებმა საყვარელი მასწავლებლების მიმართ უდიდესი მოწიწება და პატივისცემა გამოხატეს. მოსწავლეებმა წრფელი სიტყვებით პედაგოგებს გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

ბავშვებმა პედაგოგებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება დიდი სიყვარულით მიუძღვნეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203