შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
13-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინტელექტუალური აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად სკოლაში, 12 ოქტომბერს ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. აღნიშნული თამაში ორგანიზაცია - BRAINS.GE-ს მიერ იყო ინიცირებული.
ჩემპიონატში ერთმანეთს VI და VII კლასების მოსწავლეები შეეჯიბრნენ. თამაშმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ორივე გუნდი ცდილობდა თავისი ცოდნა გამოემჟღავნებინა. თუმცა, გამარჯვება VI კლასელთა გუნდს- „ჭიათურელ გენიოსებს“ დარჩათ.
გამარჯვებულ მოსწავლეებს შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.
„ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მეორე დღეს თამაშში მონაწილე უკლებლივ ყველა ბავშვმა გამოთქვა სურვილი წიგნები შეგვერჩია მათთვის და ბიბლიოთეკიდან გამოიტანდნენ. მართლაც შევურჩიეთ წაიღეს, რათა მომავალი ჩემპიონატისთვის უკეთესად მოემზადონ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ორგანიზაცია BRAINS.GE-ს ასეთი კარგი საქმის წამოწყებისთვის. იმედია მომავალშიც გაააგრძელებენ ამ საქმეს“, - ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს