კოდის საჯარო სკოლის მოსწავლე თაზო პაპიაშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონია
13-10-2022
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეული წარმატება დირექციისა თუ პედაგოგებისთვის საამაყოა.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-9 კლასის მოსწავლემ, თაზო პაპაშვილმა ასახელა.

თაზო ახალგაზრდებს შორის მკლავჭიდში IFA-ს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსოფლიოს ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში IFA – ეგიდით საფრანგეთში, ქალაქ დიეპეში ჩატარდა, სადაც ქართველმა ახალგაზრდა ათლეტმა 14 წლის თაზო პაპაშვილმა წარმატებით იასპარეზა.

მან საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლებში ოქროს მედალი მოიპოვა და ახალგაზრდებს შორის გაიმარჯვა.

ქართველმა სპორტსმენმა მარცხენა და მარჯვენა ხელით შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო. ჩემპიონატში 27 ქვეყანა მონაწილეობდა.

სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები და სრულიად სასკოლო საზოგადოება ულოცავს თაზოს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წინსვლას მომავალში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203