წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
13-10-2022
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებს დამრიგებელმა, ია შანავამ ცოდნის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო.
კლასის ხელმძღვანელმა აქტივობა - „ანბანის შემობრძანება“ გამართა, რომლის ფარგლებშიც პირველკლასელებმა ქართული ასოების შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
დამრიგებელმა საკლასო ოთახი თემატურად გაალამაზა და მოსწავლეები ნანახით აღტაცებულები იყვნენ. ბავშვები დამრიგებელს გაბრწყინებული სახით შეჰყურებდნენ.
საზეიმო გაკვეთილზე დირექტორი მაია მესხია მიიწვიეს, რომელმაც პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და თითოეულს წარმატებები უსურვა. დირექტორმა, ასევე დამრიგებელსა და მშობლიური ენის პედაგოგს, ია შანავას მადლობა გადაუხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს