წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში მათემატიკის მოყვარულთა კლუბი „ევრიკა“ ჩამოყალიბდა
13-10-2022

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის IV-VI კლასის ბაზაზე მათემატიკის მოყვარულთა კლუბი „ევრიკა“ შეიქმნა. 

კლუბის სლოგანია - „მათემატიკა გონებას ანვითარებს“.

კლუბის მიზანი კი მათემატიკური ნიჭის მქონე მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარება, თანამშრომლობითი კულტურის განმტკიცება, მოტივაციის ამაღლება და მათემატიკის პოპულარიზაციაა.

„ევრიკა“ მუშაობს გაკვეთილების შემდეგ, ყოველ პარასკევს. კლუბში მოსწავლეები პირადი განცხადების საფუძველზე გაწევრიანდნენ.   

„ევრიკას“ ხელმძღვანელია მათემატიკის პედაგოგი მაია მესხია, რომელიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ დიდ ენთუზიაზმსა და საკლუბო მუშაობის წარმართვის მზადყოფნას გამოხატავს.

12 ოქტომბერს მათემატიკური კლუბის პირველი შეკრება გაიმართა. კურატორმა გააცნო კლუბის წევრებს მიზნები, ფუნქციონირების პრინციპები, მუშაობის წესი და სამოქმედო გეგმა.

მოსწავლეებს კლუბური მუშაობა მოეწონათ და შეხვედრა სტიკერებით შეაფასეს. ასევე გამოვლინდა პირველი შეხვედრის ლიდერი მოსწავლე. მოსწავლეებმა შემდგომი შეხვედრის დავალება უკვე მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203