
ახალციხის N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანი ქომოშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლემ დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში წარმატებით იასპარეზა, მეორე ეტაპზე გადავიდა და „ეტალონის“ ოქროს სიგელიც დაიმსახურა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 7 ოქტომბერს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტო: