ხარაგაულის N2 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
13-10-2022

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

„ანბანთან შეხვედრა“ მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

საკლასო ოთახში პატარებს საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დახვდათ. საზეიმო გაკვეთილი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. პედაგოგმა მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა და საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია. 

მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი ხალისითა და მოტივაციით დაიწყეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203