თბილისის N2 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით ჩატარდა
13-10-2022

თბილისის N2 საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

VII-XII კლასის მოსწავლეებმა ფარული კენჭისყრის წესით ხმა მისცეს მათთვის სასურველ კანდიდატებს.

არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა, იყო ეფექტურად ადმინისტრირებული, აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203