ბათუმის N4 სკოლის პირველკლასელებს, საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
13-10-2022
ბათუმის N4 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
„ანბანთან შეხვედრა“ პირველკლასელებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. დამრიგებელმა პატარებს საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრა, მრავალფეროვან და სახალისო აქტივობებში ჩართო, სხვადასხვა საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა და საანბანო პერიოდის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია.
პირველკლასელები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დიდი ინტერესითა და მოტივაციით დაიწყეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს