ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგ ცირა გულუას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
13-10-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
დირექცია და პედაგოგები თითოეული მასწავლებლის წარმატებას დიდი სიხარულით ხვდებიან. ამჯერად, სკოლაში მასწავლებლის, ცირა გულუას კარიერულ წინსვლას ზეიმობენ.
განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის პედაგოგს, მინისტრის სპეციალური ბრძანებით მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს ცირა გულუას დამსახურებულ სტატუსს და წარმატებებს უსურვებენ.
„იყო დამსახურებული პედაგოგი დიდი ჯილდოა! ამასთანავე იყო შენი საქმის პროფესიონალი, წარმატებული, დაუღალავი საქმის სიყვარულში დიდი ნიჭია! ცირა ნამდვილად იმსახურებს ერქვას მენტორი მასწავლებელი!
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ვულოცავთ ცირა გულუას დამსახურებულ სტატუსს! გვეამაყები!“, - ვკითხულობთ მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს