ნინოწმინდის N3 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა 
13-10-2022

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

არჩევნები მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, ყველა წესის დაცვით წარიმართა, იყო ეფექტურად ადმინისტრირებული და გამჭირვალე.  აქტიურად მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203