სენაკის N1 სკოლის მესამეკლასელებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
13-10-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
თაიგულებით ხელდამშვენებულმა მოსწავლეებმა მასწავლებლებს მოულოდნელად მიაკითხეს სამასწალებლოში და წრფელი სიტყვებით გაჯერებული მისალოცი ბარათები უსახსოვრეს.
მოსწავლეებმა ყველაზე კეთილშობილური პროფესიის ადამიანებს - მასწავლებლებს გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადეს.
„იყო მასწავლებელი არ ნიშნავს მხოლოდ კონკრეტული საგნის სწავლებას. ჩვენ ხომ მომავალი თაობების ცხოვრების, აზროვნების ფორმირების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ. ისინი გრძნობენ მასწავლებლისგან სითბოს, სიყვარულს და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს გამოეხატათ თავიანთი გულწრფელი სიყვარული. „გილოცავთ მასწავლებლის დღეს!“, - ამ სიტყვებით შეაღეს სამასწავლებლოს კარი მესამე კლასის (ხელმძღვანელი ი. ხუნწარია) მოსწავლეებმა და თითოეულ მასწავლებელს თაიგულებითა და პატარა ხელებით დამზადებული მისალოცი ბარათებით მიულოცეს ყველაზე კეთილშობილური პროფესიის ადამიანებს მასწავლებლის დღე“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს