
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.
მოსწავლეებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს. მათ გულთბილი სიტყვებითა და წრფელი მიმართვით მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის. ასევე ისაუბრეს პედაგოგთა პროფესიული დღის დაარსების ისტორიაზე, მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლებელთა ღვაწლზე.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.