კვახჭირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით, საზეიმოდ დაიწყეს
12-10-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს. 

ამ დღეს კლასში განსაკუთრებული აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებს მასწავლებელი იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, შემდეგ კი ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.

პედაგოგმა მოსწავლეების ხასიათზეც იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის საზეიმო განწყობა შეუქმნა.

მასწავლებელს და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებენ.

„გზად ია-ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო“. იების სურნელით შემობრძანდა  ქართული ანბანი პირველ კლასში, ცხოვრების დიდი გზა რომ გაუკვალოს, ცოდნის ლაბირინთებში წარმატებით ატაროს და ბედნიერებით აღავსოს. წარმატებები სოფო მასწავლებლის ვარსკვლავებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203