ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ქეთევან ჩაკვეტაძემ საგანმანათლებლო კონკურსში გაიმარჯვა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან კონკურსებში აქტიურად და დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-11 კლასის მოსწავლემ, ქეთევან ჩაკვეტაძემ ასახელა. ქეთევანმა სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონკურსში სახელწოდებით - „ქალები სამოქალაქო ცვლილებებისთვის“ გაიმარჯვა.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს ულოცავს და მადლობას უხდის ამ საამაყო გამარჯვებისთვის. პედაგოგები და დირექცია ქეთევანს კვლავ უამრავ წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობისთვის მუდამ ხელს უწყობს.