ტანძიის საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა თანასკოლელებს ინტელექტუალური ზეიმი მოუწყვეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, არასასკოლო აქტივობის ფარგლებში, დანარჩენ კლასებს ინტელექტუალური ზეიმი მოუწყვეს.
მათ ვიქტორინა გამართეს, რომელზეც სრულიად დამოუიდებლად იმუშავეს. შექმნეს სამეტაპიანი თამაში, რომელსაც ძალიან საინტერესო ზოგადი და კონკრეტულად საგნობრივი თემატიკა ჰქონდა. გამართეს ბლიც ტურნირი; მოაწყვეს აუდიტორია და სკოლის ბიუჯეტით საპრიზო ადგილებისთვის წიგნების და საწერკალმების შეძენაზეც იზრუნეს.
აქტივობის მიმდინარეობაში ყველა მოსწავლე უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. სკოლაში მათ მადლობას უხდიან.
„იხალისეს მოსწავლეებმა, ჩვენც გავერთეთ და ვისიამოვნეთ. მადლობა მათ, განსაკუთრებით, იდეის ავტორებს და წამყვანებს - მარიამ წიფიანს, დარეჯან ბერიანს. ასევე, ყველა მონაწილეს.
წარმატებული და მშვიდობიანი მომავალი მათ და მსოფლიოს ყველა მოსწავლეს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: