ჯოჭოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
12-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

ბავშვებმა ქართული ასოების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით დაიწყეს.

პირველკლასელების განწყობა საზეიმოდ მორთულმა საკლასო ოთახმაც აამაღლა, რომელიც თემატურად იყო გაფორმებული.

„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203