რუისის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
12-10-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ლეილა ზურაბაშვილმა და ცისანა ხუჭიაშვილმა პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქციეს.
Iა კლასში მასწავლებლის, ლეილა ზურაბაშვილის ხელმძღვანელობით პირველკლასელებმა საზეიმო ღონისძიება გამართეს და ქართული ასოების შესწავლის დაწყება აღნიშნეს. პედაგოგი მოსწავლეებს ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვათ.
Iბ კლასელებმა კი პედაგოგის, ცისანა ხუჭიაშვილის მეშვეობით ანბანის ზეიმი ჩაატარეს. ბავშვებმა ქართული ასოების სწავლა იზეიმეს და ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი ენთუზიაზმით შეაბიჯეს.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის განწყობა შეუქმნეს და მათი მეშვეობით ბავშვები სწავლას გულმოდგინედ შეუდგნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს