გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო ღონისძიებებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნახატების გამოფენა მოეწყო. მოსწავლეები შემოქმედებით ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ და საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს.
მოსწავლეებმა პედაგოგებისა და დირექციის დამსახურებით იციან, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ მშვიდობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში. გენერალურმა ასამბლეამ ეს გამოაცხადა, როგორც მშვიდობის იდეალების განმტკიცების დღე, როგორც ყველა ერში, ისე ხალხში.
იხილეთ ფოტოები: