ვაიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა
12-10-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის ბაზაზე ქედის სასპორტო სკოლამ ფეხბურთის წრე გახსნა.

გარდა ამისა, მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადაც გაიმართა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ფეხბურთის წრის გახსნითა და მაგიდის ჩოგბურთშო შეჯიბრის ჩატარებით მოხარული არიან. ისინი ყველა მოსწავლეს ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ, მათ შორის, სპორტულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. პედაგოგები მათ ჯანსაღი ცხოვრების წესით აინტერესებენ და ცდილობენ შესაბამისი აქტივობებით დააკავონ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203