„მასწავლებელი ცოდნის ლამპარი“- მანიაკეთის საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიულ დღეს ღონისძიება მიეძღვნა
12-10-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლის დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ბავშვებმა ტრადიციას წელსაც არ უღალატეს და სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თემაზე - „მასწავლებელი ცოდნის ლამპარი“ გამართეს.
მოსწავლეებმა პედაგოგებს: ლექსები, სიმღერები და აღმზრდელ მასწავლებლებს ემოციური სიტყვები მიუძღვნეს.
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოება: მოსწავლეები მასწავლებლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
პედაგოგებმა პროფესიულ დღეს თბილი მისალოცი სიტყვები, ნათელი შემოდგომის ყვავილები და საყვარელი სურათები მიიღეს. ამაგდარმა მასწავლებლებმა ღონისძიების ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.