ბერშუეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება მეხუთეკლასელებმა გამართეს
12-10-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს კვირეული მიუძღვნეს.

გაიმართა დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლეები უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.

გარდა ამისა, იცეკვეს, იმღერეს და მრავალფეროვანი ნომერი შეასრულეს.

მე-5 კლასის ხელმძღვანელი თამარ მერებაშვილია.

 მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203